2018 წლის 26,27 მაისს და 2, 3, 16, 17, 20, 21 ივნისს ბათუმის N1 საჯარო სკოლაში გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი- ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"- ტრენერი ნათია ცინცაძე.
ტრენინგის მიზანი იყო: საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
კურსი მოიცავდა 32 საათს და იგი 8 დღის განმავლობაში ტარდებოდა. თითოეული ტრენინგდღის ხანგრძლივობა 4 საათი იყო.
ტრენინგი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. მუშაობის პროცესში ტრენერი ახერხებდა იმას, რომ საჭიროების დროზე ყოფილიყო მასთან, ვისაც დახმარება და მითითება სჭირდებოდა. არცერთი მსმენელის შეკითხვა არ დარჩენილა უპასუხოდ.
ტრენინგის განმავლობაში დავგეგმეთ გაკვეთილი, ვისწავლეთ გუგლის დოკუმენტით სარგებლობა და გავიგეთ ამ ფორმატში მუშაობის უპირატესობები. იამვე ფორმატში შევძელით სხვადასხვა ცხრილებზე მუშაობა. Pover Poiunt-ში შევქმენით რამდენიმე სლაიდი, რომელთაგან ერთი ჩვენს საგაკევთილო თემას დავუკავშირეთ. გავიგეთ ისეთი საიტების მისამართები, სადაც შეიძლებოდა სხვადასხვა სასწავლო რესურსების შექმნა. ერთერთი ასეთი იყო LearningApps.org. შევქმენი რამდენიმე თამაში, ორი ტრენინგზე დაგეგმილ გაკვეთილს მოვარგე. თამაშებში გამოყენებული სურათებისა თუ ვიდეოსთვის ატვირთული მასალის ბიბლიოგრაფიის შექმნაც მოვახერხეთ. ჩამოვაყალიბე შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ სასაწავლო პორექტის დაგეგმვა.
შევქმენით ბლოგი , სადაც ტრენინგით გათავლისიწინებული მასალა (გაკვეთილის გეგმა, Pover Poiunt- ში შექმნილი პრეზენტაცია. ორი თამაში, სასწავლო პროექტი ) ავტვირთეთ.
ძალიან ბევრ ტრენინგზე ვყოფილვარ, მაგრამ ეს ჩემი პროფესიული ზრდისთვის განსაკუთრებული და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
მომდევნო სასწავლო წელს საგაკვეთილო მასალის დაგეგმვისას აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და უნარებს, რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და ეფექტური გავხადო.
ძალიან დიდი მადლობა ტრენერ ნათია ცინცაძეს ტრენინგის ასე ორგანიზებულად და საინტერესოდ წარმართვისათვის.